ფეხბურთი

13:10 | 27.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი ბელგიის თასზე (+VIDEO)

ბელგიის თასის 1/8 ფინალში გავიდა გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტი", რომელმაც სტუმრად ქვედა ლიგელი "ვირტონი" 4:2 დაამარცხა. სხვათა შორის, ქართველების გუნდს გაუჭირდა, რადგან მოკრძალებულ მეტოქესთან 78-ე წუთამდე 1:2 აგებდა.

გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩაკვეტაძემ, რომელმაც ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. გიორგის პასით 78-ე წუთზე ლიმბომბემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო იმავე ლიმბომბემ მსაჯის პირველ დამატებულ წუთზე ჩვენებურის მეორე პასით დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ქვილითაიას ბუნებრივია არ უთამაშია, რადგან ტრავმირებულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112934