ფეხბურთი

16:02 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

15 წლის ბიჭი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში

ვინ არის ჰერვი ელიოტი? გუშინდლამდე მისი სახელი ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი, მაგრამ დღეიდან უკვე ისტორიის ნაწილია. „ფულჰემის“ 15 წლის ფეხბურთელი, რომლისთვის 2018 წლის 25 სექტემბერი სამუდამოდ შევიდა მატიანეში.

ეს ლონდონელთა თავკაცის სლავისა იოკანოვიჩის დამსახურებაცაა, რომელმაც ინგლისის ლიგის თასზე „მილუოლთან“ ათამაშა. 15 წლისა და 174 დღის ფეხბურთელი „ფულჰემისა“ და ამასთან, ტურნირის ისტორიაში (ყველაზე ძველი ტურნირი ინგლისში) გახდა ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი. ამრიგად, ეშლი ჩემბერსის რეკორდი დაამხო, რომელმაც 2005 წელს „ლესტერის“ რიგებში 15 წლისა და 2013 დღის ასაკში ითამაშა.

„ჰერვი ძალიან პოზიტიური ბიჭია და ვარჯიშების დროს ყოველთვის მეუბნება, რომ სურს გახდეს მაღალი დონის ფეხბურთელი, ამ პერიოდში მან ბევრი რამ გააკეთა და ეს შანსი დაიმსახურა“, - აღნიშნა იოკანოვიჩმა.

უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, „ფულჰემმა“ 3:1 მოიგო და 1/8 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10167