ჭადრაკი

14:11 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ტურის ულამაზეს პარტიად მაღალაშვილის კომბინაცია აღიარეს!

ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ ჟუჟა პოლგარის თაოსნობით პირველი ტურის ულამაზეს პარტიად (The winner of the Brilliancy Prize for Round 1) საქართველოს ვაჟთა მეორე ნაკრების წევრის დავით მაღალაშვილის გამარჯვება აღიარა ლიხტენშტეინის წარმომადგენელთან. ამ ინფორმაციას 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი ავრცელებს.

რენატო ფრიკი (2058) - დავით მაღალაშვილი (2508) [B59]

1.e4 c5 2.Nf3 d6 3.d4 cxd4 4.Nxd4 Nf6 5.Nc3 Nc6 6.Be2 e5 7.Nb3 Be7 8.Be3 Be6 9.f3 0–0 10.Nd5 Bxd5 11.exd5 Nb4 12.c4 a5 13.Nd2 Nd7 14.0–0 f5 15.Kh1 Bg5 16.Bg1 Qf6 17.Nb1 Qh6 18.Nc3 Bf4 19.Rb1 Nf6 20.a3 Nh5 21.Bf2

მან ითამაშა 21...Bxh2!! მისი მოწინააღმდეგე კი უეცრად დანებდა. ამ პოზიციას თუ მარტივად შეხედავთ, იფიქრებთ, რომ პოზიცია 0.00-ია. თუმცა ეს ასე არაა, და ოპონენტმა დაინახა ეს არაჩვეულებრივი კომბინაცია.

22.Kxh2-ის შემდეგ, მან დაინახა 22…Ng3+! 23.Kxg3 f4+ 24.Kg4 Rf5!! (25.Bh4 (25.Kxf5 Qg6#) Rh5 26.Qe1 (26.Rh1 Qg6+ 27.Kh3 Qg3#) 26...Nc2 27.Qf2 Ne3+ და თამაში დასრულდა.

დავითი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ ბრწყინვალე თამაშისთვის დაჯილდოვდებოდა. ეს პრიზი ერთგვარი ნუგეშისცემაა, რომ მან კომბინაციის ბოლომდე თამაში ვერ შეძლო.

იხილე პარტია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116181