ფეხბურთი

19:01 | 26.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ძოლა: "მეგონა ფეხბურთი ვიცოდი, მაგრამ შემდეგ მაურიციო სარი გავიცანი..."

ახლო წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ჯანფრანკო ძოლა ლონდონის „ჩელსიში“ მაურიციო სარის ასისტენტად მუშაობს. ძოლა აღფრთოვანებულია სარისთან თანამშრომლობით და ამბობს, რომ ფეხბურთზე წარმოდგენა შეეცვალა.

„მაურიციომ ჩემთვის ახალი სამყარო გახსნა. აქამდე ვფიქრობდი, რომ ფეხბურთში ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ ვცდებოდი, რადგან შევხვდი სარის და ყველაფერი ნათელი გახდა.

სიამოვნებით ვითამაშებდი სარის გუნდში, რადგან სტატისტიკას თუ შევხედავთ, დროის უმეტეს ნაწილს მეტოქის ნახევარზე ვატარებთ, ბურთთან ბევრი კონტაქტი გვაქვს და განსაკუთრებით, თავდამსხმელებს. ჩემი სტილის შემტევისთვის კი ასეთი ფეხბურთი ძალიან სასარგებლო და სასიამოვნოა“, - განაცხადა ძოლამ.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ პრემიერლიგის საწყის 6 ტურში 16 ქულა აქვს მოპოვებული, ხოლო ევროპა ლიგის პირველ ტურში პაოკ-ს სტუმრად მოუგო.

0.110297