ფეხბურთი

22:55 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ პოგბას კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა

ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბას შორის ურთიერთობა როგორც ჩანს, კიდევ უფრო დაიძაბა. ბრიტანული მედიის ცნობით, პორტუგალიელმა ფრანგს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა.

როგორც ინგლისელი ჟურნალისტები წერენ, მოურინიომ ორშაბათს ბაზაზე მისულმა გამოაცხადა, რომ პოგბა კაპიტნის სამლავურს აღარ მოირგებს. მიზეზი კი, პოლის განცხადებებია, რომელმაც მწვრთნელს სათამაშო ფილოსოფია დაუწუნა და „ოლდ ტრაფორდზე“ შემტევი ფეხბურთის თამაშისკენ მოუწოდა.

როგორც ამბობენ, მოურინიოს აღნიშნული ჟესტით სურს, ხაზი გაუსვას იმას, რომ “მანჩესტერში“ მთავარი თვითონაა.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში პოგბამ „იუნაიტედს“ ანტონიო ვალენსიას არყოფნაში სამჯერ უკაპიტნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1213