ფეხბურთი

19:45 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ისკო ერთი თვე იუქმებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ისკო ალარკონი მოედანზე ერთი თვის განმავლობაში ვერ გავა. როგორც ესპანური მედია იტყობინება, ისკოს მწვავე აპენდიციტი დაუდგინეს და საოპერაციოა.

ახლა „რეალის“ მედიკოსთა მთავარი მიზანია, რომ ისკო „ელ კლასიკოსთვის“ გამოაჯანმრთელონ, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება.

მიმდინარე სეზონში 26 წლის ისკომ 7 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

თეგებიისკორეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113001