ჩოგბურთი

14:47 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ძირითად ბადეში მასპინძელს გაეჯიბრება

გაირკვა იმ ჩოგბურთელის ვინაობა, რომელსაც სოფო შაფათავა იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გაეჯიბრება.

შეგახსენებთ, რომ შაფათავამ კვალიფიკაციაში 2 გამარჯვება იზეიმა. მან ჯერ გერმანელ ლაურა შაედერს 6:0, 6:4 სძლია, შემდეგ კი, ესპანელ ბურილიო ესკორიჰუელას აჯობა – 6:4, 6:2.
ძირითად ბადეში სოფოს მოწინააღმდეგე ასევე კვალიფიკაციიდან გამოსული იტალიელი ლუსია ბრონძეტი იქნება.
წყვილთა ტურნირში შაფათავა და ჩინელი ვუშუან ჟენგი მე-3 განთესვით არიან და მერვედფინალში ბრაზილიელ ალვეშსა და შვეიცარიელ კენელს ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117929