სხვა

13:15 | 25.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

EOC-ის პრეზიდენტი: ევროპის თამაშებსა და ზაფხულის სახეობათა ევროპის ჩემპიონატს თანაარსებობა შეუძლიათ

ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC) პრეზიდენტ იანეზ კოჩიანჩიჩს სჯერა, რომ ევროპულ თამაშებსა და ზაფხულის სახეობათა ევროპის ჩემპიონატს თავიანთ ოთხწლიან ციკლში შეხმატკბილებულად თანაარსებობა შეუძლიათ.

კოჩიანჩიჩის განმარტებით, EOC ზაფხულის სახეობათა ევროპის ჩემპიონატთან "ბრძოლით" არაა დაინტერესებული (EOC-ის პრეზიდენტს მხედველობაში აქვს ბერლინსა და გლაზგოში წლეულს ჩატარებული ზაფხულის სახეობათა ევროპის პირველი ჩემპიონატი, რომლის პროგრამაც 7 სახეობას მოიცავდა).

"ჩვენ ერთად ვმუშაობთ. სპორტის ძირითადი პრინციპებია ავტონომიურობა. ჩვენ არ ვაპირებთ ვებრძოლოთ ზაფხულის სახეობათა ევროპის ჩემპიონატს. ისინი არ ათამაშებენ ოლიმპიურ ლიცენზიებს, მათ არ აქვთ მულტისპორტული ღონისძიება და არც ისეთი მხარდაჭერა აქვთ, როგორიც - ჩვენ. ჩვენს უკან 50 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტია.

მინსკის ევროპულ თამაშებზე მედლები სპორტის 15 სახეობაში გათამაშდება, აქედან ათს ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო დატვირთვა ექნება, ექვსს კი ევროპის ჩემპიონატისა. ამასთან, ჩვენთან ოლიმპიური ყაიდის სოფელია სრულიად განსხვავებული ატმოსფეროთი. გვინდა, რომ ოლიმპიური თამაშების შემდეგ, უმთავრესი შეჯიბრება იყოს ევროპის თამაშები, რაც მეტად დიდი ამბიციაა, მანამდე კი ხარისხია ასამაღლებელი," - აცხადებსს კოჩიანჩიჩი.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138222