ფეხბურთი

23:59 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას დაჯილდოება - ლუკა მოდრიჩი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია!

დღეს, ლონდონში ფიფას 2018 წლის გალა დაჯილდოება გაიმართა, სადაც მიმდინარე წელი შეაჯამეს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში.

ფიფას ვერსიით, 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დასახელდა. ხორვატმა უეფას ვერსიით გამარჯვების შემდეგ, ფიფას დაჯილდოვებაზეც მოახერხა გამარჯვება.

ლუკას კონკურენტები კრიშტიანუ რონალდუ და მოჰამედ სალაჰი იყვნენ, თუმცა მოდრიჩმა ყველას აჯობა.

რაც შეეხება სხვა ნომინაციებს:

საუკეთესო გოლის ავტორი - მოჰამედ სალაჰი

2018 წლის საუკეთესოს გოლის ავტორად მოჰამედ სალაჰი დასახელდა, რომელმაც "ლივერპულისა" და "ევერტონის" შეხვედრაში გატანილი გოლისთვის მიიღო ჯილდო. ეგვიპტელის შედევრს ხმების 38% ერგო და ისეთ კონკურენტებს აჯობა, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ და გარეთ ბეილი იყვნენ, შესაბამისად, "იუვენტუსისა" და "ლივერპულის" კარში გატანილი გოლებით.

საუკეთესო მწვრთნელი - დიდიე დეშამი

საუკეთესო მწვრთნელის ნომანციაში ხორვატი ზლატკო დალიჩი და ორი ფრანგი, ზინედინ ზიდანი და დიდიე დეშამი იყვნენ წარდგენილნი. საბოლოოდ, გამარჯვება დიდიე დეშამმა მოიპოვა, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა.

საუკეთესო მეკარე - ტიბო კურტუა

2018 წლის საუკეთესო მეკარის პოზიციაზე წარდგენილნი გახლდათ ტიბო კურტუა, უგოლო ლორისი და კასპერ შმეიხელი. ფიფას ვერსიით, გასული წლის საუკეთესო კიპერი ბელგიის ნაკრებისა და აწ უკვე "რეალის" წევრი ტიბო კურტუა იყო და ჯილდოც მას გადაეცა.

საუკეთესო მწვრთნელი (ქალთა ფეხბურთში) - რეინალდ პედროსი

ფიფას ვერსიით ქალთა ფეხბურთში 2018 წლის საუკეთესო მწვრთნელად "ლიონის" ფრანგი დამრიგებელი რეინალდ პედროსი დასახელდა.

საუკეთესო გულშემატკივარი

აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვება პერუს ნაკრების გულშემატკივრებმა მოიპოვეს.

ფეირ პლეის პრიზი

აღნიშნული ჯილდო ლენარტ თის ერგო. ჰოლანდიური "ვენლოს" ფეხბურთელს, რომელმაც სისხლი გაიღო ლეიკემიით დაავადებული ადამიანებისთვის და ამის გამო პსვ ეინდჰოვენთან მატჩიც გამოტოვა.

2018 წლის სიმბოლური ნაკრები

დავიდ დე ხეა - დანი ალვეში, რაფაელ ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - ლუკა მოდრიჩი, ნგოლო კანტე - ედენ აზარი, ლიონელ მესი, კილიან მბაპე - კრიშტიანუ რონალდუ

საუკეთესო ქალი ფეხბურთელი

2018 წლის საუკეთესო ქალის ფეხბურთელის ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ "ლიონის" წევრები ადა ჰეგებერგი და ჯენიფერ მაროშანი, თუმცა გამარჯვება ლეგენდარულ მარტას ხვდა წილად. ბრაზილიელი მეექვსედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი. ბრაზილიელი საუკეთესოდ აქამდე 2006, 2007, 2008, 2009 და 2010 წლებში დაასახელეს და როგორც ხედავთ, რვაწლიანი პაუზის შემდეგ ისევ მოახერხა მწვერვალზე ასვლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.274816