ჭადრაკი

19:25 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა ოლიმპიადა წარმატებით დაიწყეს

ბათუმში მიმდინარეობს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის პირველი ტური. საქართველოს ვაჟთა პირველი ნაკრები სმენადაქვეითებულთა საერთაშორისო ჭადრაკის კომიტეტის გუნდს შეხვდა და დაამარცხა 3.5:0.5. ამ მომენტისათვის პარტიები არ დასრულებულა. საქართელოს ვაჟთა მეორე ნაკრები ლიხტენშტეინის გუნდს 2-0 ამარცხებს, ხოლო ჩვენი ქვეყნის მესამე გუნდი 1-0-ს უგებს მაკაუს გუნდს.

რაც შეეხება ქალთა ტურნირს, საქართველოს პირველი ნაკრები 3-0-ს ამარცხებს სამხრეთ კორეის ნაკრებს . თავიანთი პარტიები მოიგეს ძაგნიძემ, ხოტენაშვილმა და არაბიძემ. მეორე ნაკრებმა (ჭარხალაშვილი, გვეტაძე, ხუხაშვილი, მიქაძე) არავითარი შანსი არ დაუტოვა სამხრეთ აფრიკის გუნდს 4-0, ხოლო ჩვენი ქვეყნის მესამე გუდმა (ხომერიკი, ჯანიაშვილი, ქირიძე, ესაძე) ასეთივე ანგარიშით სეიშელის კუნძულების ნაკრები გაანადგურა - 4-0.

სრულ მიმოხილვას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

თენგიზ ჩობანიძე, სპეციალურად worldsport.ge-ისთვის ბათუმიდან

0.121993