ფეხბურთი

18:52 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა მოურინიოს წინააღმდეგ: "ოლდ ტრაფორდზე" შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ!"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა მიიჩნევს, რომ გუნდი „ოლდ ტრაფორდზე“ დაცვით ფეხბურთს თამაშობს და ეს შეცდომაა.

როგორც ფრანგმა თქვა, „წითელი ეშმაკები“ საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ მხოლოდ შეტევაზე უნდა ფიქრობდნენ. ამ განცხადების შემდეგ კი, ბრიტანულმა მედიამ კიდევ ერთხელ დაიწყო იმაზე საუბარი, რომ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის კონფლიქტია.

„როდესაც საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, უფრო შემტევი ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ. ასე უფრო ადვილი იქნება ჩვენთვის. ალბათ, ეს იქნება უკეთესი, რადგან ჩვენ „ოლდ ტრაფორდზე“ მხოლოდ და მხოლოდ შეტევაზე უნდა ვიფიქროთ, როგორც ეს შარშან „ტოტენჰემთან“, „ლივერპულთან“, „ჩელსისთან“ და „არსენალთან“ გავაკეთეთ.

არ ვიცი, რატომ არ ვთამაშობთ სახლში შემტევ ფეხბურთს, რადგან მწვრთნელი არ ვარ“, - აღნიშნა პოგბამ.

აქვე გეტყვით, რომ „მანჩესტერს“ „ოლდ ტრაფორდზე“ ბოლო ორი თამაში არ მოუგია. ჯერ „ტოტენჰემთან“ განადგურდა (0:3), ხოლო შემდეგ „ვულვზს“ ვერ მოუგო (1:1).

0.111552