ჩოგბურთი

18:16 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე ძირითად ბადეშია

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიურ ობიდოსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში მოხვდა.

კვალიფიკაციაში პირველ ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ საწყის რაუნდში დაისვენა, გადამწყვეტ წრეში კი მე-16 რეიტინგის მქონე იტალიელ ფრანჩესკა ბულანის 6:1, 6:1 სძლია.
თუ ვინ იქნება ძირითად ბადეში მარიამის მეტოქე, მოგვიანებით გაირკვევა.
წყვილთა ტურნირში ბოლქვაძე და პორტუგალიელი ინეს მურტა “უაილდ ქარდის” მქონე ესპანელ ბუკსასა და ამერიკელ სტივენსონს გაეჯიბრებიან.

0.122272