ფეხბურთი

0:15 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

913 დღე, 1 გოლი, 6 კვირა - 3 შვილი: ინგლისელი ფეხბურთელის უცნაური ისტორია

დრო იყო ინგლისელი თავდამსხმელი საიდო ბერაინო იმედისმომცემ ფეხბურთელად რომ მიიჩნეოდა. თუმცა, მისი საფეხბურთო კარიერა მაინც და მაინც, ვერ შედგა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი...

სამაგიეროდ, 25 წლის ფეხბურთელი პირად ცხოვრებაშია საოცრად შედეგიანი. საქმე ისაა, რომ ბოლო 6 კვირაში 3 შვილის მამა გახდა! დიახ, ბრიტანული მედიის ცნობით, ბერაინოს ხსენებულ მოკლე პერიოდში სამი შვილი შეეძინა, ბუნებრივია, სამი სხვადასხვა ქალბატონისგან.

პირველი შვილი 30 მაისს ბირმინგემის ქალთა საავადმყოფოში დაიბადა, რომლის დედაც ბერაინოს ყოფილი საცოლე, 27 წლის სტეფანია კრისტოფორუ გახლავთ. მეორე შვილი 15 ივლისს, უოლსოლში შეეძინა ჩელსი ლავლეისისგან, ხოლო მესამე შვილი ასევე უოლსოლში 17 ივლისს დაიბადა...

მოკლედ, ბერაინო უკვე მრავალშვილიანი მამაა. აქვე გეტყვით, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ინგლისელმა შემტევმა ინგლისის ლიგის თასზე „ჰადერსფილდს“ გაუტანა და ეს იყო პირველი გოლი უკანასკნელი 913 დღის განმავლობაში.

Loading...
სტატისტიკა
0.334904