ფეხბურთი

0:38 | 24.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ ისევ გაიტანა, "იუვე" ქულებს არ კარგავს

იტალიის სერია A-ს ხუთი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ „იუვენტუსი“ ლიდერობს, რომელმაც ისევ მოიგო. თუმცა, ამის გაკეთება მასიმილიანო ალეგრის გუნდს საკმაოდ გაუჭირდა. მეტოქე „ფროზინონე“ იყო, რომელიც მთელი თამაში თავს იცავდა და მიუხედავად იმისა, რომ „იუვეს“ არაერთი სახიფათო მომენტი ჰქონდა, დავალებას 81-ე წუთამდე თავს ჩინებულად ართმევდა.

იქამდე, სანამ, კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი გოლი არ გაიტანა. პორტუგალიელი საჯარიმოში იყო ჩასაფრებული და მირალემ პიანიჩის აქტიურობის შემდეგ ბურთი ზუსტად გადაგზავნა კარში. ეს კრიშტიანუს მესამე გოლის ზედიზედ მეორე შეხვედრაში. „ბებერმა სინიორამ“ კი „ბენიტო სტირპეზე“ მეორე გოლიც გაიტანა. მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე კრიშტიანუ რონალდუს დაწყებული კონტრშეტევა პიანიჩმა გააგრძელა და ფედერიკო ბერნარდესკიმ დაასრულა - 0:2. საბოლოოდ ალეგრის გუნდმა მძიმე ბრძოლაში, მაგრამ დამსახურებულად მოიგო, რადგან ძალიან დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და 15 ქულით ლიდერია.

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებელი თამაში დაივიწყა და ტურინში, „ტორინოს“ შანსი არ დაუტოვა. კარლო ანჩელოტიმ კი ტაქტიკა შეცვალა და ამან გაამართლა. ყველაზე ნიშანდობლივი კი, ლორენცო ინსინიეს შეცვლილი პოზიცია გახლდათ, რომელიც ე.წ ტრეკვარტისტას როლში მოგვევლინა და დიდებულადაც გაისარჯა. სწორედ ინსინიემ გახსნა ანგარიში მეოთხე წუთზე და დააფიქსირა საბოლოო ანგარიში 59-ე წუთზე (3:1). იქამდე იყო სიმონე ვერდისა და ანდრეა ბელოტის გოლებიც. მოკლედ, „ნაპოლი“ ისევ „იუვენტუსის“ მთავარი კონკურენტის როლშია და 12 ქულით მეორე პოზიციას ამაგრებს.

თუ „ნაპოლის“ საქმეები კარგად მისდის, იგივეს ვერ ვიტყვით „რომაზე“, რომელიც ძალიან ცუდად თამაშობს. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა მორიგი კოშმარული შეხვედრა ბოლონიაში ჩაატარა და 0:2 დამარცხდა. საინტერესოა, რომ ამ ტურამდე ფილიპო ინძაგის „ბოლონიას“ არათუ გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული, არამედ გოლიც ვერ გაეტანა და ყველაფერი ერთად სწორედ „ჯალოროსისთან“ მოახერხა. მოკლედ, იტალიური მედია უკვე ალაპარაკდა დი ფრანჩესკოს გვარიანად შერყეულ სკამზე და ვნახოთ, დასცალდება თუ არა, ახალგაზრდა სპეციალისტს თავისი ძალიან დამტკიცების შესაძლებლობა.

ვერ მოიგო „მილანმაც“, რომელმაც ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა. ჯენარო გატუზოს გუნდმა ამჯერად საკუთარ მოედანზე „ატალანტას“ დამარცხება ვერ შეძლო. არადა, „როსონერი“ უკვე მეორე წუთზე დაწინაურდა გონსალო იგუაინის გოლით, რომელმაც მიჯრით მესამე შეხვედრაში გამოიჩინა თავი. მერე იყო ჯაკომო ბონავენტურას გოლი, რომელიც VAR-მა გააუქმა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა ტაიმი მაინც მოიგეს. აი, მეორე ნახევარში კი „ატალანტა“ უკეთ ათამაშდა და ანგარიში პაპუ გომესის გოლით მალევე გაათანაბრა. თუმცა, ბერგამოელებს სიხარული არ დასცალდათ და ხუთ წუთში სუსომ მეორე საგოლე პასი მიითვალა, ხოლო მეტოქის კარი ბონავენტურამ ამჯერად თამაშის წესების დაცვით გაიტანა. შეხვედრას მსაჯმა 6 წუთი დაამატა და მეოთხე კომპენსირებული დრო მიმდინარეობდა, როცა ემილიანო რიგონიმ გაათანაბრა. „მილანმა“ ორი ქულა დაკარგა და ცხრილის მეორე ნაწილშია გაჭედილი.

საწყისი ორი მარცხის შემდეგ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო რომის „ლაციომ“ და ვითარება მკვეთრად გამოიკეთა. ამჯერად, სიმონე ინძაგის გუნდის მსხვერპლი „ჯენოა“ გახდა, რომელსაც ადვილად, 4:1 აჯობა. დუბლით გამოირჩა რომაელთა ბომბარდირი ჩირო იმმობილე, ხოლო თითოჯერ თავი ფელიპე კაისედომ და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა გამოიჩინეს.

„ტორინო“ – „ნაპოლი“ 1:3 (0:2)

ტურინი, „გრანდე ტორინო“

„ტორინო“ (3-5-2): სირიგუ; იცო, ნ’კულუ, მორეტი; ოლა აინა (პარიჯინი 77), ბაზელი (ედერა 87), რინკონი, მეიტე (სორიანო 62), ბერენგერი, ძაძა, ბელოტი

მწვრთნელი: ვალტერ მაძარი

„ნაპოლი“ (4-2-3-1): ოსპინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, ლუპერტო (მაკსიმოვიჩი 74); როგი (ალანი 60), ჰამშიკი; კალეხონი, ინსინიე, ვერდი (ზიელინსკი 54); მერტენსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 ინსინიე (4), 0:2 ვერდი (20), 1:2 ბელოტი (51, პენ), 1:3 ინსინიე (59)

გაფრთხილება: რინკონი (31), იცო (42) - კულიბალი (23), როგი (37), ალბიოლი (52)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 13 (8) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

„კიევო“ – „უდინეზე“ 0:2 (0:0)

ვერონა, „ბენტეგოდი“

„კიევო“ (4-3-1-2): სორენტინო; კაჩატორე, ტომოვიჩი, ბანი (როსეტინი 68), ბარბა; რიგონი, რადოვანოვიჩი, ობი (პელისიერი 79); ბირსა (ლერისი 74); ჯაკერინი, სტეპინსკი

მწვრთნელი: ლორენცო დ’ანა

„უდინეზე“ (4-1-4-1): სკუფეტი; ლარსენი, ეკონგი, ნიუტინკი, სამირი; ბეჰრამი; პუსეტო (მაჩისი 62), ფოფანა, მანდრაგორა (ბარაკი 89), დე პაული; ტეოდორშიკი (ლასანია 67)

მწვრთნელი: ხულიო ველასკესი

გოლები: 0:1 დე პაული (76), 0:2 ლასანია (90)

გაფრთხილება: ჯაკერინი (90) - ბეჰრამი (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 9 (7) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: ლუკა პაირეტო

„ბოლონია“ – „რომა“ 2:0 (1:0)

ბოლონია, „რენატო დალ’არა“

„ბოლონია“ (3-5-2): სკორუპსკი; კალაბრეზი, დანილო, დე მაიო; მატიელო, სვანბერგი (მბაიე 61), ნადი, დზემაილი, კრეიჩი; ფალჩინელი (ოკვონკვო 67), სანტანდერი (დესტრო 82)

მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი

„რომა“ (4-3-3): ოსლენი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო (კოლაროვი 64), მარკანო; პელეგრინი, დე როსი, კრისტანტე (პასტორე 54); კლუივერტი (ჯენგიზ იუნდერი 59), ჯეკო, პეროტი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 მატიელო (36), 2:0 სანტანდერი (59)

გაფრთხილება: მბაიე (90), დე მაიო (90) - დე როსი (30), კრისტანტე (33), ფაციო (63), პელეგრინი (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 20 (9) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 1:10 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: დავიდე მასა

„ლაციო“ – „ჯენოა“ 4:1 (2:0)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; უოლასი, აჩერბი, კასერესი; მარუშიჩი (პატრიკი 86), პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი (ბადელი 72), ლულიჩი; კაისედო (კორეა 62), იმმობილე

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

„ჯენოა“ (3-5-2): მარკეტი; ბირასკი, სპოლი (კუამე 27), ძუკანოვიჩი; გუნტერი, რომულო (ლაზოვიჩი 57), ბესა, ჰილიემარკი, კრიშიტო; მედეიროში (სანდრო 62), პიატეკი

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

გოლები: 1:0 კაისედო (7), 2:0 იმმობილე (23), 2:1 პიატეკი (46), 3:1 მილინკოვიჩ-სავიჩი 53), 4:1 იმმობილე (89)

გაფრთხილება: ბადელი (80) - სპოლი (11), ბესა (45)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (8) – 8 (4) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: როზარიო აბისო

„მილანი“ – „ატალანტა“ 2:2 (1:0)

მილანი, „სან სირო“

„მილანი“ (4-3-3): დონარუმა; კალაბრია (აბატე 67), მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი; კესიე, ბილია, ბონავენტურა (ბაკაიოკო 75); სუსო, იგუაინი, ჩალჰანოღლუ (კასტილიეხო 85)

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

„ატალანტა“ (3-4-3): გოლინი; ტოლოი, პალომინო, მაზიელო; კასტანე, დე რუნი, ფროილერი, გოსენსი (ილიჩიჩი 76); პაშალიჩი (რიგონი 46), ბაროუ (ძაპატა 46), გომესი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 1:0 იგუაინი (2), 1:1 გომესი (54), 2:1 ბონავენტურა (61), 2:2 რიგონი (90)

გაფრთხილება: კალაბრია (51), იგუაინი (65) - გომესი (78)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (8) – 13 (8) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: დანიელე დოვერი

„ფროზინონე“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:0)

ფროზინონე, „ბენიტო სტირპე“

„ფროზინონე“ (3-5-2): სპორტიელო; გოლდანიგა, სალამონი, კაუანო; ძამპანო, ჩიბსა, მაიელო (კრისეტიჯი 48), ჰალფრედსონი (კასატა 85), მოლინარო; კემპბელი (ჩიანო 71), პერიცა

მწვრთნელი: მორენო ლონგო

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კუადრადო (კანსელუ 69), რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო; ემრე ჯანი, პიანიჩი, ბენტანკური (ბერნარდესკი 56); დიბალა, მანჯუკიჩი (მატუიდი 85), რონალდუ

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 რონალდუ (81), 0:2 ბერნარდესკი (90)

გაფრთხილება: პერიცა (29), მოლინარო (62), სპორტიელო (79) - ბენტანკური (27)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 2 (0) – 18 (8) ბურთის ფლობა: 27%-73% კუთხურები: 3:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

თეგებისერია A
0.289779