ჭიდაობა

17:26 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო ურთაშვილმა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა

სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ათივე წონით კატეგორიაშია წარმოდგენილი. პირველ დღეს გათამაშებული მედლების ხუთი კომპლექტიდან ქართველ ფალავანთაგან მხოლოდ ერთმა შეძლო კვარცხლბეკამდე გზის გაკვალვა.

97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში ზურიკო ურთაშვილმა თურქი ფეიზულა აქთურქი 9-3 დაამარცხა.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11248