ფეხბურთი

16:49 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" ფრენკი დე იონგის" გადაბირებას შეეცდება

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "აიაქსის" ფეხბურთელი ფრენკი დე იონგი შესაძლოა უახლოეს მომავალში "მანჩესტერ სიტის" წევრი გახდეს. როგორც Sunday Mirror-ი იუწყება, პეპ გვარდიოლას ჟორჟინიოს ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ ჰოლანდიელის დამატება სურს.

ფრენკი როგორც დაცვაში, ასევე საყრდენ და ცენტრალური ნახევარდაცვის პოზიციებზეც თამაშობს. ესპანელს სპეციალისტს უნდა 20 წლის დე იონგმა ფერნანდინიოს პოზიციაზე კონკურენცია გაუწიოს.

ფრენკი "აიაქსმა" პირველ გუნდში 2016 წელს დააწინაურა. გასულ სეზონში დე იონგმა ერედივიზიონში 22 მატჩი ჩაატარა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰოლანდიის ნაკრებში დებიუტი ფეხბურთელს ივნისში პერუსთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა და საგოლე გადაცემა მიითვალა. ფრენკის სატრანსფერო ღირებულება 7 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110934