ფეხბურთი

15:16 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლოპეტეგი: "ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ "ესპანიოლთან" მოგებული (1:0) ლა ლიგის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ რთულ თამაშს გუნდი ელოდა და სამი ქულის აღებით კმაყოფილია.

"რთული მატჩი იყო. მეტოქე დაცვაში თამაშობდა და კონტრშეტევებზე სახიფათო იყო. ბოლომდე ვერ შევძელით მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ბურთზე კონტროლს ვკარგავდით, თუმცა მთავარია სამი ქულა ავიღეთ." - განაცხადა ლოპეტეგიმ.

"რეალმა" მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში მეოთხე მატჩი მოიგო და ჯერჯერობით 13 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. "სამეფო კლუბი" შემდეგ შეხვედრას სტუმრად "სევილიასთან" 27 სექტემბერს გამართავს.

0.118838