ფეხბურთი

14:20 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩი "ბაიერნის" თამაშით კმაყოფილია

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა "შალკესთან" მოგებული (2:0) ბუნდესლიგის მეოთხე ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დამაჯერებლად იასპარეზა.

"დღეს ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. ჩემი გუნდი 90 წუთი დომინირებდა, დაცვაში შეცდომა არ დაგვიშვია და ბევრი მომენტი შევქმენით. ერთადერთი დასანანი ფაქტი ისაა, რომ ბევრი გოლი ვერ გავიტანეთ." - ციტირებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებგვერდი ხორვატი სპეციალისტის სიტყვებს.

აღნიშნულ შეხვედრაში გოლები ხამეს როდრიგესმა და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს. ოთხი ტურის შემდეგ "ბაიერნი" უდანაკარგოდ ასპარეზობს და 12 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122789