ფეხბურთი

11:48 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი ვან დეიკის ტრავმაზე: "იმედია ყველაფერი კარგადაა"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "საუთჰემპტონთან" მოგებული (3:0) პრემიერლიგის მეექვსე ტურის მატჩის შემდეგ ვიჯილ ვან დეიკის ტრავმის შესახებ განცხადება გააკეთა. ჰოლანდიელმა შეინ ლონგთან შეჯახების შემდეგ მოედანი დატოვა, გერმანელი სპეციალისტი კი მიიჩნევს, რომ სერიოზული დაზიანება მცველს არ ექნება.

"პსჟ-თან მატჩის დროს ნეკნის დაზიანება ჰოლანდიელს უკვე ჰქონდა და ახლა კიდევ დაემატა. კარგი არაა, თუმცა შესაძლოა სერიოზული არაფერი იყოს. იმედია, ყველაფერი კარგადაა." - ციტირებს "ლივერპულის" ვებგვერდი კლოპის სიტყვებს.

"ლივერპული" შემდეგ კვირას ლონდონის "ჩელსის" ორჯერ შეხვდება, 26 სექტემბერს ლიგის თასზე, ხოლო 29-ში პრემიერლიგის მეშვიდე ტურში.

0.117218