სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:10 | 23.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: „ლივერპული“ შეუჩერებელია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

პრემიერლიგის მე-6 ტურის შემდეგ „ლივერპულს“ კვლავ 100%-იანი შედეგი აქვს. მერსისაიდელები „ენფილდ როუდზე“ „საუთჰემპტონს“ დაუხვდნენ და სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს.

იურგენ კლოპის შეგირდებმა შეხვედრის ბედი საწყის 45 წუთშივე გადაწყვიტეს. ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა: შაქირი კარში ურტყამდა, რა დროსაც ორმაგ რიკოშეტს ჰქონდა ადგილი და ბურთი „წმინდანების“ კარში ჰოედტის ფეხიდან შევარდა. 21-ე წუთზე მასპინძელთა კუთხურს მატიპის ზუსტი თავური მოჰყვა, ხოლო ტაიმის დამატებულ წუთებზე შაქირის შესანიშნავი ჯარიმის შემდეგ, რომელიც ხარიხამ აისხლიტა, დამატებაზე მოჰამედ სალაჰმა დააგვირგვინა და როგორც 45 წუთში გაირკვა, მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

„მანჩესტერ სიტი“ გასვლაზე „კარდიფს“ დაუპირისპირდა და „ლიონის“ ჯავრი უელსელებზე იყარა. „ლივერპულის“ მსგავსად, პირველ ტაიმში მათაც სამჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება, ხოლო მეორე ნახევარში ცვლილებაზე შემოსულმა მაჰრეზმა დუბლი გაიფორმა და „ქალაქელებმა“ გამანადგურებელი სხვაობით იმარჯვეს - 0:5.

დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა „ტოტენჰემმაც“, რომელმაც სტუმრად „ბრაიტონი“ დაამარცხა. „დეზებმა“ ტაიმი ჰარი კეინის პენალტით მოიგეს, 76-ე წუთზე კი ერიკ ლამელამ სხვაობა გაზარდა, რასაც 93-ე წუთზე კნოკერტმა პრესტიჟის გოლით უპასუხა - 1:1.

სამაგიეროდ, წაიბორძიკა „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ვულვზის“ დამარცხება ვერ შეძლო. „წითელმა ეშმაკებმა“ ტაიმი ფრედის გოლით მოიგეს, 53-ე წუთზე კი ჟოაო მოუტინიომ უძლიერესი დარტყმით საჯარიმოს ხაზიდან წონასწორობა აღადგინა. „იუნაიტედმა“ კი შეუტია, თუმცა მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხა და ქულით მოუწია დაკმაყოფილება - 1:1.

„ბარნლიმ“ შინ „ბორნმუთი“ ოთხბურთიანი სხვაობით გაანადგურა, „ლესტერმა“ საკუთარ მოედანზე „ჰადერსფილდი“ დაამარცხა, ხოლო „ფულჰემი“ – „უოტფორდის“ და „კრისტალ პალასი“ – „ნიუკასლის“ დაპირისპირებებში გამარჯვებული არ გამოვლინდა.

ფულჰემი - უოტფორდი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ა.გრეი (2), 1:1 მიტროვიჩი (78)

ბარნლი - ბორნმუთი 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ვიდრა (39), 2:0 ლენონი (41), 3:0, 4:0 ბარნსი (83; 88)

კარდიფი - მანჩესტერ სიტი 0:5 (0:3)

გოლები: 0:1 აგუერო (32), 0:2 ბ.სილვა (35), 0:3 გიუნდოგანი (44), 0:4, 0:5 მაჰრეზი (67; 89)

კრისტალ პალასი - ნიუკასლი 0:0

ლესტერი - ჰადერსფილდი 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 იორგენსენი (5), 1:1 იჰეანაჩო (19), 2:1 მედისონი (66), 3:1 ვარდი (75)

ლივერპული - საუთჰემპტონი 3:0 (3:0)

გოლები: 1:0 ჰოედტი (10 ს.კ.), 2:0 მატიპი (21), 3:0 სალაჰი (45+3)

მანჩესტერ იუნაიტედი - ვულვზი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ფრედი (18), 1:1 მოუტინიო (53)

ბრაიტონი - ტოტენჰემი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კეინი (42 პენ.), 0:2 ლამელა (76), 1:2 კნოკერტი (93)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.113616
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X