სხვა

22:55 | 22.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

EOC-მა მესამე ევროპული თამაშების მასპინძლობის მოსურნეთა განაცხადების მიღების პროცედურა წამოიწყო

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა (EOC) 2023 წლისთვის III ევროპული თამაშების მასპინძლობის მოსურნეთა განაცხადების მიღების პროცედურა წამოიწყო.

ამის შესახებ სტოკჰოლმში, EOC-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გაცხადდა. EOC-ი იწვევს ევროპის უმსხვილესი მულტისპორტული ღონისძიების მასპინძლობით დაინტერესებულ ნებისმიერ ქალაქს თუ ქალაქებს.

III ევროპული თამაშების ჩასატარებლად განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 28 თებერვალია. 2023 წლის თამაშების მასპინძლის ვინაობა მინსკის II ევროპული თამაშების მიჯნაზე გამოცხადდება. ამგვარად, მინსკის თამაშები ახალ მასპინძელს შესაბამისი გამოცდილების მიღებაშიც დაეხმარება.

ბელარუსის დედაქალაქი II ევროპულ თამაშებს გაისად, 21-30 ივნისს უმასპინძლებს.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109935