ფეხბურთი

17:46 | 22.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერ ალექსი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდა: "შესანიშნავი გრძნობაა"

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნდა. შოტლანდიელი მშობლიურ სტადიონზე პირველად მივიდა მას შემდეგ, რაც მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა.

ფერგიუსონი „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ვულვზის“ შეხვედრას ესწრება, მანამდე კი, კომენტარიც გააკეთა:

„მართლაც მშვენიერია დაბრუნება. ცხადია, ეს იყო ხანგრძლივი მოგზაურობა, მაგრამ ნაბიჯები წინ გადავდგი. ცოტა განერვიულებული ვარ, რადგან ბოლო მატჩი, რომელსაც აქამდე დავესწარი აპრილში შედგა „არსენალთან“. ეს ხანგრძლივი პერიოდია, მაგრამ შესანიშნავია, რომ დავბრუნდი და იმედია დღეს გავიმარჯვებთ.

„ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნება ჩემთვის ემოციური მომენტია. როდესაც ცუდად ვიყავი, უამრავი მესიჯი მივიღე და ეს უბრალოდ ფანტასტიკურია. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა სერ ალექსმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105588