სხვა

16:45 | 22.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული დღე - საქართველოს რეკორდი მსოფლიო რეკორდს აღემატება!

ლაშა ტალახაძემ ქართველ გულშემატკივარს საჩუქარი გაუკეთა და აკვრაში 264 კგ დაიმორჩილა! ორჭიდის ჯამში კი 478 სარეკორდო წონა მოაგროვა!

ძალოსანთა საქართველოს ჩემპონატი დასრულდა. საქართველოს უძლიერესმა ძალოსნებმა არაერთი პირადი რეკორდი გააუმჯობესეს. გავხდით მსოფლიო რეკორდის მოწმეც და თვთმხილელიც. ქართველმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ აკვრაში მსოფლიო რეკორდი (264 კგ.) დაამყარა. რეკორდული იყო იყო ორჭიდის ჯამიც - 478 კგ.

გაგაცნობთ შედეგებს:

105 კგ.

I ირაკლი ჩხეიძე ზუგდიდი ( ოლიმპ ცენტრი)- ატაცი 162.167. აკვრა 198.205.211 ორჭიდი 378
II დავით ხეცურიანი (ქუთაისი) - ატაცი 167. 172. აკვრა 198. 205 ორჭიდი 377
III აკაკი ტალახაძე (საჩხერე) - ატაცი 133. 138. 142. აკვრა 168. 173. 177. ორჭიდი 319

+105

I ლაშა ტალახაძე (საჩხერე) - ატაცი 205. 214. აკვრა 240. 255. 264. ორჭიდი 478
II გიორგი ჩხეიძე (ზუგდიდი) - ატაცი 177. 182. აკვრა 217. 223. 228. ორჭიდი 410
III ბაქარ თურმანიძე (აჭარა) - ატაცი 175. 181. 184 აკვრა 212 ორჭიდი 396.

წინ აშხაბადის მსოფლიო ჩემპიონატია. გულშემატკივარი ლაშა ტალახაძისგან მსოფლიო ფიცარნაგზე ჩემპიონობას მსოფლიო რეკორდით ელოდება.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13086