ფეხბურთი

14:12 | 22.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"არკას" მწვრთნელი კმაყოფილია: "ზარანდია მოედანზე ქართულად ცეკვავს!"

პოლონური „არკას“ მთავარი მწვრთნელი ზბიგნევ სმოლა ლუკა ზარანდიის თამაშით აღფრთოვანებულია. პოლონელი სპეციალისტის განცხადებით, 22 წლის ჩვენებური მოედანზე ქართულად ცეკვავს.

აი, რა თქვა სმოლკამ პოზნანის „ლეხთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ:

„ზარანდია? - ის მოედანზე ქართულ ცეკვას ასრულებს. ლუკა დიდი ბიჭია და საოცარი შეხვედრა ჩაატარა, მეტოქეებს არც კი იმჩნევდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს მცველებს გაექცა და პასი იანოტას მისცა, რომელმაც მხოლოდ ფორმალობა შეასრულა და გაიტანა.

რამდენიმე ფეხბურთელმა შეხვედრა სუსტად ჩაატარა, მაგრამ ამავდროულად რამდენიმემ დიდებულად ითამაშა. მაგალითად, ზარანდიამ, იანოტამ და სტეინბორსმა“, - განაცხადა სმოლკამ.

აქვე გეტყვით, რომ ზარანდიამ „ლეხთან“ ჩინებული შეხვედრა ჩაატარა და პოზნანელი მცველები გააწამა. 74-ე წუთზე კი, სწორედ მის დრიბლინგსა და დიდებულ გარჯას მოჰყვა მიხალ იანოტას გამარჯვების გოლი სტუმართა კარში.

0.13474