ძიუდო

13:45 | 22.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე რეპეშაჟში გადაერთო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლაშა შავდათუაშვილმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე დილის პროგრამაში ოთხი შეხვედრიდან სამი მოიგო და ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას.

ძირითად ბადეში გამოსვლა შავდათუაშვილმა მეოთხედფინალში დაასრულა, ირანელ მოჰამად მოჰამადისთან მარცხით. ქართველი ძიუდოისტი მე-13 წამზე დავარდა ბეჭებზე. მოჰამადთან დაჭიდებამდე ლაშამ ყატარელი ხალილ რებაჰი, ბელარუსი ვადიმ შოკა და ფრანგი ბენჟამინ აქსუსი ჩამოიშორა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და რეპეშაჟის ნახევარფინალში ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე მონღოლი ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129999