სხვა

13:15 | 22.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

29 სექტემბერს, სამეგრელოში საცხენოსნო დოღი "ანაკლიის თასი 2018" გაიმართება

საცხენოსნო დოღი ანაკლიის თასზე "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" თაოსნობით ტარდება, ის ყოველწლიური იქნება და საერთაშორისო მასშტაბს მიიღებს.

წელს კი ის რეგიონალური იქნება და მასში მონაწილეობას როგორც საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ცხენოსნები, ასევე მეზობელი რესპუბლიკების - აზერბაიჯანისა და სომხეთის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლებიც მიიღებენ.

ანაკლიის თასზე საცხენოსნო დოღის საპრიზო ფონდი 25 ათას ლარს შეადგენს. დოღი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე დოღში მონაწილეობას ქართული ჯიშის ცხენები, მეორე ეტაპზე - ინგლისური ჯიშის ორწლიანი , ხოლო მესამე ეტაპზე ინგლისური ჯიშის სამწლიანი ცხენები მიიღებენ.

დოღის ასპარეზობებს შორის ცხენოსნები ერთმანეთს ცხენბურთში შეეჯიბრებიან, რაც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი ქართული ტრადიციული თამაშის გახსენებასა და აღდგენას შეუწყობს ხელს.

დოღი 29 სექტემბერს, 14:00 საათზე, ზუგდიდსა და ანაკლიას შორის, სოფელ ინგირის ყოფილი აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართება

®

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115512