ფეხბურთი

17:41 | 21.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი - ლიონელ მესი

კატალონიის „ბარსელონას“ შემტევი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. არგენტინელმა ვარსკვლავმა გამოკითხვაში კონკურენტებს აჯობა, აღნიშნულ ინფორმაციას უეფას ვებგვერდი ავრცელებს.

მესიმ ჯეიმს მილნერის, პოლ პოგბასა და ნაბილ ფეკირის კონკურენცია დაძლია. შეგახსენებთ, რომ ლიონელმა პსვ ეინდჰოვენთან შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

აქვე გეტყვით, რომ პირველი ტურის საუკეთესო გოლის ავტორი მაურო იკარდი გახდა, რომელმაც „ტოტენჰემს“ ულამაზესი გოლი გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135512