სხვა

16:57 | 21.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

WADA-მ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს უფლებამოსილება აღუდგინა

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელმა კომიტეტმა სეიშელის კუნძლებზე მიმდინარე სხდომაზე, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის (RUSADA) უფლებამოსილების აღდგენა გადაწყვიტა.

"აღმასრულებელმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით (9/2-ის წინააღმდეგ) WADA-ს შესაბამისი კოდექსით RUSADA-ს უფლებამოსილება აღუდგინა. ჩვენი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, WADA-ს მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოს ლაბორატორიის დოპინგ-ნიმუშებთან და მის მონაცემთა ბაზასთან წვდომის საშუალება უნდა მიეცეს. თუ ვადების უგულვებელყოფა მოხდა, მაშინ აღმასრულებელი საბჭო RUSADA-ს უფლებამოსილებას კვლავ შეაჩერებს", -განმარტავს მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელი კრეიგ რიდი.

RUSADA-ს რეაბილიტირებას აღმასრულებელი საბჭოს 12-დან 9 წევრმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი თავი შეიკავა. მხარდამჭერთა შორისაა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისიაც.
უფლებამოსილების აღდგენის წინააღმდეგ გამოვიდა 13 ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტო. იგივე პოზიცია დაიკავა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგორი როდჩენკოვმა.
RUSADA მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს კოდექსთან შეუსაბამოდ 2015 წლის ნოემბერში გამოცხადდა.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102333