ფეხბურთი

14:40 | 21.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ში საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

21 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 29-ე გათამაშების 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგიდან ორმა, ეროვნული ლიგა 2-დან ოთხმა, ლიგა 3-დან ორმა და რეგიონული ლიგიდან თითო გუნდმა მიიღო. წილისყრის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: მეტა - გაგრა; გურია - დინამო თბ; შუქურა - ტორპედო; ვიტ ჯორჯია - თელავი.

1/4 ფინალური ეტაპის შეხვედრების ჩატარების თარიღი უახლოეს მომავალში დადგინდება.

ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებით გამოვლინდებიან.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110992