ძიუდო

13:45 | 21.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა მარგველაშვილი მეთექვსმეტედფინალში დამარცხდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მეორე დღე წარუმატებელი გამოდგა. ბაქოს ტატამზე დღეს 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე კაცები გავიდნენ. მათ შორის მსოფლიოს შარშანდელი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილიც, მაგრამ მისთვის მიმდინარე შეჯიბრება დილითვე დასრულდა.

მარგველაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაება და ბენინელი აუგუსტ დაგა 24 წამში გააკრა ტატამს. მეთექვსმეტედფინალში კი გერმანელ სებასტიან სეიდლთან ვეღარას გახდა. მერვედფინალის საგზურის ბედი სეიდლის მიერ "ოქროს დროში” შესრულებულმა იპონმა გადაწყვიტა.

ხვალ კაცებში 73 კილოგრამში გამოვლინდებიან ჩემპიონ-პრიზიორები. საქართველოს სახელით კი კონკურენციაში ლაშა შავდათუაშვილი ჩაებმება, ყატარელ ხალილ რებაჰთან შეხვედრით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113231