ფეხბურთი

21:40 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალიმ და სისოკომ ვარჯიში დაიწყეს

"ტოტენჰემის" ნახევარმცველებმა დელე ალიმ და მუსა სისოკომ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყეს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ალიმ დაზიანება ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მიიღო, ხოლო სისოკო აგვისტოში ჩატარებული ერთი მატჩის შემდეგ არ უთამაშია. დელემ "ტოტენჰემის" მაისურით ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ერთხელ გამოიჩინა თავი.

ლონდონურმა გუნდმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ორი მარცხი განიცადა და ცხრა ქულით მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. "მამლები" შემდეგ მატჩს 22 სექტემბერს "ბრაიტონის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.138888