ძიუდო

18:39 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ამირან პაპინაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა ამირან პაპინაშვილმა ამავე სინჯის მეორე მედალი დღეს მოიპოვა, ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანულ ტატამზე დილის პროგრამაში მოპოვებული ოთხი გამარჯვება მოიპოვა - მოუგო მალავის ნაკრების წევრ ემანუელ ნდავუს, ბულგარელ იანისლავ გერჩევს, აზერბაიჯანელ ორხან საფაროვსა და ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს.

უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ქართველმა მსუბუქწონოსანმა ნახევარფინალში დაკარგა, რუსეთის ნაკრების წევრ რობერტ მშვიდობაძესთან წაგებით. "ბრინჯაოს ფინალში” კი აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს დაუპირისპირდა და ვაზარით სძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115911