ფეხბურთი

17:09 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფელიქს ბრიხი და მარკო ფრიტცი: მსაჯები სკანდალური შეცდომებით (+VIDEO)

კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გააძევეს. ეს თავისთავად გამოიწვევდა დიდ რეზიუმეს და ასეც მოხდა. საგულისხმოა, რომ პორტუგალიელის წითელი ბარათი მეტად საეჭვო გამოდგა, რადგან რონალდუ ჯეისონ მურილოს თავზე ეხება, მაგრამ, ეს არ იყო ისეთი კონტაქტი, რასაც შესაძლოა პირდაპირ წითელი ბარათი მოჰყოლოდა.

გერმანელ მსაჯ ფელიქს ბრიხს კრიშტიანუს გაძევებისკენ დამხმარე არბიტრმა, მარკო ფრიტცმა უკარნახა და თანაც დარწმუნებით. საინტერესოა, რომ ფრიტცი სკანდალში აქამდეც გახვეულა.

2010 წლის 17 იანვარს, მეორე ბუნდესლიგაში „დუისბურგისა“ და „ფრანკფურტის“ შეხვედრა განსაჯა. 81-ე წუთზე, როდესაც მასპინძები 4:0 იგებდნენ, გაუგონარი გადაწყვეტილება მიიღო:

კრისტიან ტიფერტის დარტყმული ხარიხას მოხვდა და ბურთს არათუ კარის ხაზი გადაუკვეთავს, არამედ ერთი მეტრით გარეთ დაეცა კარის ხაზიდან. მიუხედვად ამისა, ეს ფრიტცისთვის გოლი იყო და ხელი მოედნის ცენტრისკენ გაიშვირა. შეხვედრა „დუისბურგმა“ 5:0 მოიგო და ამ ეპიზოდს მაშინ გერმანიაში დიდი სკანდალი მოჰყვა.

სხვათა შორის, არანაკლები ლაფსუსი თავად ფელიქს ბრიხის კარიერაშიც არსებობს. 2013 წელს, „ჰოფენჰაიმი“ „ლევერკუზენს“ მასპინძლობდა და 70-ეწუთისთვის 0:1 მარცხდებოდა. „ფარმაცევტთა“ ფორვარდი შტეფან კისლინგი მეტოქის კარს თავური დარტყმით დაემუქრა, თუმცა ბურთი კარის ბადეს გარიდან მოხვდა.

მაგრამ, ბადე დაზიანებული გახლდათ და ისე მოხდა, რომ ბურთი კარში შევიდა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჯერ მოედნის ფარგლები ჰქონდა დატოვებული. კისლინგმა და „ბაიერის“ ფეხბურთელებმა კარგად იცოდნენ, რომ რეალურად გოლი არ იყო, მაგრამ ბრიხმა ეპიზოდი არასწორად განსაჯა და გოლი ჩათვალა. საბოლოოდ, „ლევერკუზენმა“ ის მატჩი 2:1 მოიგო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11303