ფეხბურთი

16:40 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების პროგრესი ფიფას რეიტინგში

ფიფამ ყოველთვიური სანაკრებო რეიტინგი განაახლა და საქართველოს ნაკრებმა წინა თვესთან შედარებით პროგრესი განიცადა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ამჯერად სამი საფეხურით შეძლო დაწინაურება და 93-ე პოზიციას იკავებს.

გასულ თვეში „ჯვაროსნებმა“ ორი ოფიციალური თამაში ჩაატარეს. ჯერ სტუმრად ყაზახეთს აჯობეს (2:0), ხოლო შემდეგ საკუთარ მოედანზე ლატვიას მოუგეს (1:0).

...90. ტრინიდადი და ტობაგო - 1269 ქულა

91. ყირგიზეთი - 1265

92. ფარერები - 1261

93. საქართველო - 1254

94. ისრაელი - 1247

95. ყატარი - 1247

96. უზბეკეთი - 1245

რაც შეეხებათ ერთა ლიგაზე საქართველოს მეტოქეებს, სამივე გუნდი აეულს მიღმაა:

118. ყაზახეთი - 1160 ქულა

128. ანდორა - 1121

131. ლატვია - 1116

და ბოლოს, მოწინავე ათეულზეც გეტყვით, რომელშიც ერთადერთი ცვლილებაა: ბელგიის ნაკრები საფრანგეთს გაუტოლდა ქულებით და შესაბამისად, პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ.

საუკეთესო ათეული კი შემდეგნაირია:

1-2. ბელგია - 1729 ქულა

1-2. საფრანგეთი - 1729

3. ბრაზილია - 1663

4. ხორვატია - 1634

5. ურუგვაი - 1632

6. ინგლისი - 1612

7. პორტუგალია - 1606

8. შვეიცარია - 1598

9. ესპანეთი - 1597

10. დანია - 1597

ფიფას განახლებული რეიტინგი ერთი თვის შემდეგ, 25 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116526