კალათბურთი

15:03 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიბას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო: დინამო V არისი

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისი” საბერძნეთის “არისს” დაუპირისპირდება. ეს გახლავთ ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის ორმატჩიანი საკვალიფიკაციო ეტაპი, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაშიც “დინამო” ( ან “არისი”) გააგრძელებს ბრძოლას ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად.

დინამოელები სეზონის წინ მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ. გუნდს ლეგიონერებთან ერთად დაემატნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები – მიხეილ ჭოჭუა და მერაბ ბოქოლიშვილი. რაც შეეხებათ ლეგიონერებს, 4 ამერიკელია – ჯალენ მაკგაუი, რიჯერ დოუელი, ჯორდან სვოპშირი და ლემონ მეკი. ასევე ხორვატი ცენტრი დემაგოი ბუბალო.

ბერძნულ “არისთან” მატჩებში “დინამოს” ღირსებას დაიცავს მიხეილ ბერიშვილიც, რომელიც შემდეგ ყატარულ “ალ-შამალში” გადავა. გასული სეზონის შემადგენლობიდან გუნდში დარჩა ლევან გრძელიძე, ხოლო ახალგაზრდული გუნდიდან დინამოელებმა ვოვა თავაქარაშვილი და გიორგი ბიგანაშვილი დაიმატეს. გუნდის ახალწვეულები არიან ასევე მაიზერ რევაზაშვილი და მერაბ მირზიაშვილი.

დინამოელებმა თამაშის წინა დღეს, 19 სექტემბერს სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართეს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგეძლებათ ► TKT.GE-ზე, ასევე სპორტის სასახლის სალაროებში.

შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში (26 მაისის მოედანი 1) 20 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113705