ფეხბურთი

13:51 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასი | ხუთი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა

19 სექტემბერს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა.

​"მცხეთა პარკზე" თბილისის "ვიტ-ჯორჯიამ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა. შეხვედრის ძირითადი დრო და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მეორე ნახევარში გაიხსნა, 64-ე წუთზე საჩხერელთა კარი პაატა ღუდუშაურმა აიღო. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს. საკუთარ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები ლაშა ჩიკვაიძემ შეუნარჩუნა. საბოლოოდ, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო, რომელიც ვეტერინარებმა უკეთ შეასრულეს და 3:0 დაამარცხეს მეტოქე.

შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა ლიგა 3-ის წარმომადგენელმა ლანჩხუთის "გურიამ". გურულებმა საკუთარ მოედანზე "სამტრედიას" უმასპინძლეს და დამაჯერებლად - 3:1 დაამარცხეს მეტოქე. ანგარიში მე-12 წუთზე სტუმრებმა გიორგი ერისთავის გოლით გახსნეს. სწრაფი გოლის მიუხედავად ლანჩხუთელები ბრძოლას არ გამოეთიშნენ და მალევე ანგარიში გაათანაბრეს, მე-14 წუთზე თავი კარლო ჯიქიძემ გამოიჩინა. პირველი ტაიმის მიწურულს "სამტრედიას" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად ჯიქიძემ შეასრულა, დუბლი გაიფორმა და "გურია" დააწინაურა. იმერლებს წონასწორობის აღდგენის საშუალება მეორე ტაიმის სტარტზე შეეძლოთ, მაგრამ 11 მეტრიანი გიორგი ერისთავმა ვერ გამოიყენა. საბოლოო შედეგი კომპენსირებულ დროში დაფიქსრიდა, დავით კუპატაძეს მესამე გოლი ზურაბ გელაშვილმა გაუტანა.

​მეოთხედფინალშიკიდევ ერთი ქვედა ლიგელიითამაშებს. "თელავმა" საკუთარ მოედანზე გორის "დილა" მიიღო და მინიმალური ანგარიშით - 1:0 მოიგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა.

​მინიმალურისხვაობით იმარჯვა თბილისის "დინამომ". დედაქალაქელები სტუმრად მარტვილის "მერანს" დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს მეტოქე. დინამოელთა მხრიდან, 27-ე და 79-ე წუთებზე გატანილი გოლებით, დუბლი ბუდუ ზივზივაძემშეასრულა. პირველი გოლის ეპიზოდში შემტევმადასწრებაზე ითამაშა კარგად და ახლო მანძილიდან გაიტანა. მეორედ კი, ლევან შენგელიას შორეული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია. შეხვედრის საბოლოო შედეგი 91-ე წუთზე მარტვილელმა გიორგი ციმაკურიძემ თავური დარტყმით დააფიქსირა.

​დღევანდელისათამაშო დღის ბოლო შეხვედრას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ადგილობრივი "ტორპედო" "რუსთავს" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:0 დაამარცხა მეტოქე. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. ტორპედოელებმაგადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება და მატჩის მოგება მეორე დამატებით ტაიმში მოახერხეს. 114-ე წუთზე მეკარის შეცდომით თორნიკე კაპანაძემ ისარგებლა და თავით გადაგზავნა ბურთი რუსთაველთა კარში. ამ მომენტიდან ზუსტად სამ წუთში კაპანაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა ზუსტად და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის დარჩენილი სამი შეხვედრა 20 სექტემბერს გაიმართება.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124203