თამაშგარე

23:41 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

რუს სპორტსმენ ასულებს “ნიფხვისგამხდელები“ “ემტერებიან“

შარშანაც გაუწყებდით, რომ რუსთა ქვეყნის სპორტის მესვეურები და ქომაგნი ნამეტნავად შეშფოთებულები არიან იმ რეალობით, რომ სპორტით დაკავებულ ლამაზ-ლამაზ რუს ასულებს მრავალი ადამიანი სულ “სხვა თვალით“ უყურებს და ბოლო წლებში არაერთმა რუსმა ქალმა სპორტსმენმა გაცვალა სპორტული კარიერა ფოტომოდელის ან სულაც პორნოვარსკვლავის კარიერაზე.

პორნო-ინდუსტრიაში სპორტსმენ გოგონებზე დიდი მოთხოვნილებაა, რადგან იმ დიად ილეთებს რასაც ივანოვკელი გლეხის გოგო მარუსია ვერასოდეს ჩაატარებს, მავანი სპორტსმენი ასული კოხტად შეეჭიდება და ისეთ მალაყებზე გადავა, ამის დამნახავი სხვათა სექსისმოყვარე ჯეელი გულსა და ჯიგარს დადებს.

ყველაფრის თავიდათავი ცხადია დიდი ფულია და ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსულ სპორტში ჯერ ნამდვილად არაა იმხელა პერსპექტივები და ისეთი თანხები, რასაც გოგონებს “ნიფხვისგამხდელა ლიგის“ წარმომადგენლები სთავაზობენ. ჰოდა, სადაც ფულია, სამწუხაროდ პერსპექტივებიც იქაა...

0.133106