ფეხბურთი

12:32 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსმა პოლ სქოულზს გადაასწრო

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა „რომასთან“ (3:0) მატჩში ანტირეკორდი დაამყარა. ესპანელმა 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და ამ კუთხით ჩემპიონთა ლიგაზე ლიდერობს.

რამოსისთვის ეს რიგით 37-ე ბარათი გამოდგა და ერთით გადაასწრო პოლ სქოულზს, რომელსაც შესაბამისად 36 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული.

აქვე გეტყვით, რომ „სამეფო კლუბის“ კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგაზე 112-ე მატჩი ჩაატარა.

0.136307