ფეხბურთი

12:06 | 20.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბეილი: "რეალისთვის" ლიგა კვლავ რეალურია"

მადრიდის „რეალის“ შემტევმა გარეთ ბეილმა „რომასთან“ (3:0) მოგებული მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა. როგორც უელსელმა აღნიშნა „სამეფო კლუბი’ ლიგაზე კვლავ რეალურია.

„ვფიქრობ, რომ გუნდმა შესანიშნავი სტარტი აიღო. ჩვენი ერთადერთი იმედგაცრუება ის არის, რომ მეტი გოლის გატანა ვერ შევძელით. „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ რეალურია, არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ დატოვებს მას. ისევ ვცდილობთ გავიმარჯვოთ და ბევრი გოლი გავიტანოთ“, - განაცხადა ბეილმა უეფას ოფიციალურ საიტთან საუბრისას.

აქვე გეტყვით, რომ მადრიდელები მომავალ შეხვედრას 2 ოქტომბერს, სტუმრად ცსკა-სთან გამართავენ. რაც შეეხება "ჯალოროსისთან" შეხვედრას, აღნიშნულ მატჩში უელსელმა 1 გოლის გატანა მოახერხა.

0.142154