ჭიდაობა

23:47 | 19.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჭიკაიძის ვერცხლი მსოფლიო პირველობაზე

ქართველი მოჭიდავე ნიკოლოზ ჭიკაიძე (72 კგ.) სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

ჭიკაიძე, რომელიც ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გახლავთ, ფინალში ირანელ ამინ იავარ კავიანინეჯადთან 2:12 დამარცხდა, მანამდე კი, ესტონელი ანდრის პენტი (9:0), უკრაინელი იჰორ ბიჩკოვი (9:0), თურქი ერკან ერგენი (3:1) და იაპონელი მინტო მაედა (5:2) დაჯაბნა.
დღესვე, ბრინჯაოს მედლის აღების შანსი ჰქონდა აივენგო რიკაძეს (82 კგ), თუმცა, უნგრელ ტაკაჩთან 5:6 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ რიკაძემ ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ რუს ალეკსანდრ კომაროვთან 1:4 წააგო, ხოლო მანამდე გზიდან სომეხი ერიკ ელოიანი (11:0), ყირგიზი ილგიზ ბილიმოვი (9:0) და ბელარუსი კირილ მასკევიჩი (9:1) ჩამოიცილა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117231