სხვა

14:46 | 19.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე: ყველა ტურნირისთვის მოტივირებული ვარ

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი, ლეგენდარული ლაშა ტალახაძე საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ტურნირი რამდენიმე დღეში თბილისში დაიწყება და მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი თავის წონაში ფავორიტია. როგორც ყოველთვის. როგორც ყველგან.

ლაშა ტალახაძე: "რა თქმა უნდა, მხოლოდ მოგებას ვგეგმავ. პატივს ვცემ ყველა მოწინააღმდეგეს და მინდა, რომ ისინი წარმატებულები იყვნენ, მაგრამ მე მხოლოდ საუკეთესო ადგილისთვის ვიბრძვი. თან, საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ, მალევე იქნება მსოფლიო და მინდა, წლის უკანასკნელი დიდი ტურნირისთვის კარგი განწყობა შევიქმნა."

მოტივაციაზე.

ლ.ტ: "არ აქვს მნიშვნელობა ტურნირის სტატუსს. მე ყოველთვის მოტივირებული ვარ. დუშეთში ძალიან კარგ შეკრებას გავდივარ და იმედი მაქვს, რომ წარმატებული სეზონი კარგად გაგრძელდება."

რა შედეგი იქნება თქვენთვის დამაკმაყოფილებელი მსოფლიოზე?

ლ.ტ: "ის შედეგი, რომელიც საკმარისი იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად. ეს მთავარია."

დაოჯახების შემდეგ ფორმის შენარჩუნებაზე.

ლ.ტ: "ოჯახის შექმნას ხელი არაფერში არ შეუშლია. პირიქით, მეტი მოტივაცია მომცა. ვგრძნობ ორმაგ პასუხისმგებლობას. მინდა, რომ მეტი გავაკეთო ჩემი ოჯახისთვის და ჩემი საყვარელი ხალხი ყოველთვის ბედნიერი მენახოს. ეს ყველაზე მთავარია."

ლეგენდა მზად არის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115897