ჭიდაობა

23:30 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზოიძემ ფინალში ბოლქვაძეს სძლია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი რამაზ ზოიძე ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ოლეგ კარავაევის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

72 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში ზოიძემ თანაგუნდელ შმაგი ბოლქვაძეს სძლია (3:2), რომელიც ზედა წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ვთქვათ ისიც, რომ ვერცხლის მედალი მოიპოვა გელა ბოლქვაძემაც (82 კგ).
ხვალ, 19 სექტემბერს, ტურნირის ბოლო დღეს, ბრინჯაოს მედლებისათვის ლაშა გობაძე (87 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) იჭიდავებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112348