ძიუდო

15:21 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯანაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს

ქართველი ძიუდოისტი მარიამ ჯანაშვილი 20-27 სექტემბერს დაგეგმილ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ჯანაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დაგეგმილ ტურნირში მონაწილეობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ მიიღებს.

შეგახენებთ, რომ მარიამ ქალთა შეჯიბრში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იყო, ამდენად, ახლა, მხოლოდ ვაჟთა ნაკრების იმედად ვრჩებით, რომლის შემადგენლობაც ასე გამოიყურება:
60 კგ. – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. – ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
100 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი
მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა 19 სექტემბერს თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, მომდევნო 7 დღე კი პირად შეჯიბრებას დაეთმობა: თითოეულ დღეს ტატამზე ქალთა და ვაჟთა თითო წონითი კატეგორიის წარმომადგენლებს ვიხილავთ.
აი, 28 ნოემბერს კი გუნდური პირველობა შედგება, სადაც საქართველოს ნაკრებს ვერ ვიხილავთ. ამის მიზეზი ჩვენს გუნდში ქალ ძიუდოისტთა არყოფნაა.
ვთქვათ ისიც, რომ მსოფლიო პირველობის პირდაპირ ტრანსლაციას “სილკ უნივერსალი” გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112841