ფეხბურთი

16:40 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ყველაფერს გავაკეთებთ სიდიადის დასაბრუნებლად" - "მილანს" ახალი დირექტორი ჰყავს

იტალიურ „მილანს“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს ივან გაზიდისის სახით. აღნიშნული ინფორმაცია „როსონერის“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა და სამხრეთ აფრიკელი სამუშაოს მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან შეუდგება.

„ეს ჩემთვის გამოწვევაა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ „მილანმა“ ძველი სიდიადე დაიბრუნოს. გუნდს ჰყავს ლიდერის თვისებების მქონდე ხელმძღვანელები, ლეონარდო, პაოლო მალდინი და ჯენარო გატუზო. მადლობელი ვარ პრეზიდენტ პაოლო სკარონის, რომელმაც კლუბის დირექტორთა საბჭოსთან რეკომენდაცია გამიწია“, - აღნიშნა გაზიდისმა.

54 წლის გაზიდისმა სახელი ლონდონის „არსენალში“ მუშაობით გაითქვა, სადაც 10 წელი გაატარა.

0.113921