ფეხბურთი

11:57 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

უილშირი ლაზარეთში

ლონდონის „ვესტ ჰემის“ ნახევარმცველი ჯეკ უილშირი ტრავმირებულია. Sky Sports-ის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელს ტერფის დაზიანება აღენიშნება და ამის გამო მოედანზე გასვლას 6 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ უილშირი „ვესტ ჰემში“ გასულ ზაფხულს „არსენალიდან“ გადავიდა და 4 თამაშის ჩატარება მოასწრო. აღსანიშნავია, რომ ინგლისელი ფეხბურთელი ტრავმებისკენაა მიდრეკილი.

0.112902