ფეხბურთი

1:05 | 18.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ტენერიფემ“ ეჩებერია დაითხოვა

წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ხოსება ეჩებერია, „ტენერიფემ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვა.

კანარულ კლუბს ლა ლიგა 2-ში ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა, ხუთი ტურის შემდეგ თამაში არ მოუგია და მხოლოდ 3 ქულა აქვს. გასულ ტურში „ტენერიფე“ შინ „რეუს დეპორტიუსთან“ დამარცხდა, რაც ეჩებერიას არ აპატიეს და კარისკენ მიუთითეს.

41 წლის ეჩებერიამ სამწვრთნელო კარიერა 2012 წელს დაიწყო და სამი სეზონი „ბილბაოს“ ახალგაზრდულ გუნდში იმუშავა, 2016-2017 წლებში „ბასკონიას“ ედგა სათავეში, გასულ სეზონში „ამორებიეტას“ წვრთნიდა, ხოლო ზაფხულში „ტენერიფეს“ მთავარი მწვრთნელი გახდა, თუმცა მისი მუშაობა წარუმატებელი გამოდგა.

ეჩებერია 1995-2010 წლებში „ბილბაოს“ ფეხბურთელი იყო და 514 მატჩში 104 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112074