სხვა

12:58 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი იოკოძუნასთან (+VIDEO)

ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე მე-9 დღის შეხვედრები მიილია და ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ძალიან მძიმერ ორთაბრძოლა გადაიტანა.

კადობანში ჩაყენებული ქართველი ფალავანი იაპონელ იოკოძუნა კისენოსატოს გაეჯიბრა და მაგრადაც დაუდგა, თუმცა, ხანგრძლივი შერკინება იორიკირით დათმო.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი აკი ბაშოზე დასავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით ირჯება და თუკი მინიმალური დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) მაინც ვერ დააფიქსირა, პრესტიჟულ ტიტულს დაემშვიდობება.

ახლა, ქართველი სეკიტორის მაჩვენებელი 5 მოგება და 4 მარცხია, მისი მომდევნო მეტოქე კი ბრაზილიელი პირველი მაეგაშირა კაისეი იქნება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 9:7-ს უგებს.

აკი ბაშოს დაუმარცხებელი ლიდერები მონღოლი იოკოძუნები ჰაკუჰო და კაკურიუ არიან, ოძეკებს – ტაკაიასუსა და გოეიდოს და რიგით მაეგაშირა რიუდენს კი აქტივში 8-8 გამარჯვება აქვთ.

რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში კვლავ უარყოფით ბალანსზე გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც აკი ბაშოზე აღმოსავლეთის მე-12 განთესვით ირჯება.

შეგახსენებთ, რომ გაგამარუმ სექტემბრის სუპერტურნირზე მიჯრით 3 გამარჯვება იზეიმა, დღეს კი, ძალები აღმოსავლეთის მე-10 ნომერ ტობიძარუსთან მოსინჯა და ოკურიდაშით დამარცხდა.

ქართველ გოლიათს 9 დღის თავზე 4 მოგება აქვს, მორიგი დაპირისპირება კი დასავლეთის მე-9 ნომერ სეიროსთან ელის, რომელთაც ურთიერშეხვედრებშიც 3:5 მარცხდება.

0.126352