ჩოგბურთი

12:30 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნესტორმა კარიერა 46 წლის ასაკში დაასრულა

46 წლის კანადელმა ჩოგბურთელმა დანიელ ნესტორმა კარიერა დაასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას ITF-ის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ნესტორმა კარიერაში, წყვილთა თანრიგში 91 ATP-ის ტურნირი მოიგო. ამ მაჩვენებლით, წყვილთა თანრიგში, ძმებ ბრაიანებს ჩამორჩება, ერთეულთა თანრიგში მხოლოდ ჯიმი კონორსი უსწრებს, რომელსაც 109 ტიტული აქვს მოპოვებული.

ნესტორს კარიერაში, ჯამში თორმეტი დიდი სლემის აქვს მოგებული. კანადელმა 2000 წელის სიდნეის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114554