სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:38 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუმ დაიწყო...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მთელი იტალია და არამარტო, კრიშტიანუ რონალდუს გოლის მოლოდინში იყო. ეს მოლოდინი სერია A-ს მეოთხე ტურში დასრულდა და პორტუგალიელმა ტურინული ანგარიშის ათვლა დაიწყო.

„იუვენტუსმა“ სეზონის სტარტზე მიჯრით ოთხი თამაში მოიგო და ასეთი რამ ისტორიაში მეორედ გააკეთა. „ბებერმა ქალბატონმა“ აქამდე წაუგებელი „სასუოლო“ მიიღო და რთულად, მაგრამ მაინც დაამარცხა. „იუვეს“ მართლაც ძალიან გაუჭირდა და მეტად ცუდი ფეხბურთიც აჩვენა, მაგრამ კლასის ხარჯზე სამი ქულა მიითვალა. რონალდუმ კი სადებიუტო გოლი 50-ე წუთზე გაიტანა. „სასუოლოს“ მცველმა ფერარიმ ძალიან ცუდად ითამაშა, საკუთარ კარში გაჰქონდა გოლი, მაგრამ ძელმა გადაარჩინა. ძელიდან ასხლეტილი ბურთი კი იქვე მდგომ კრიშტიანუს მიუვიდა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა. ასე დაიწყო პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გოლების ათვლა იტალიაში. მეორე გოლი 65-ე წუთზე კონტრშეტევისას შეაგდო.

ემრე ჯანმა სწრაფად წაიღო ბურთი მეტოქის საჯარიმოსკენ და რონალდუ მოძებნა, რომელმაც მარცხენა ფეხით კუთხეში ჩასვა ბურთი და გოლს დუბლიც მიაყოლა. ბოლოს, „სასუოლომ“ ხუმა ბაბაკარის წყალობით პრესტიჟის გოლიც გაიტანა, თუმცა დრო აღარ ჰქონდა რობერტო დე ძერბის გუნდს - 2:1.

„რომას“ კრიზისი გრძელდება და ეუსებიო დი ფრანჩესკოს კრიტიკოსები მატულობენ. „ჯალოროსიმ“ „კიევოს“ უმასპინძლა და პირველი ტაიმის მერე 2:0 უგებდა, მაგრამ უპირატესობა გაანიავა და ქულას დასჯერდა. ეგ კი არა, მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე ემანუელე ჯაკერინის ოლსენმა საოცარი ბურთი აუღო, თორემ, „რომა“ საერთოდ უქულოდ დარჩებოდა.

ვერ მოიგო „მილანმაც“, რომელიც „კალიარის ესტუმრა და დაგეგმილი სამი ქულა ვერ მოიპოვა. სარდინიელები სწრაფადვე ჟოაო პედრომ დააწინაურა. „როსონერის“ კი ცუდი თამაში ჰქონდა და ამის ფონზე ქულის გადარჩენა მაინც შეძლო. ეს გონსალო იგუაინის დამსახურებაა, რომელმაც 55-ე წუთზე გაათანაბრა. „პიპიტამ“ მილანური ანგარიში გახსნა და ახლა უფრო მეტს ელიან მისგან.

სხვა მატჩებიდან „ლაციოს“ გამარჯვება უნდა გამოვყოთ, რომელმაც მარკო პაროლოს გოლით სტუმრად „ემპოლი“ დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ტოსკანელთა განაცხადში არ ყოფილა ლევან მჭედლიძე, რომელიც წინა სამ ტურში სათადარიგოებში ხვდებოდა ხოლმე.

მეოთხე ტური ორშაბათს, „სპალისა“ და „ატალანტას“ მატჩით დასრულდება.

„რომა“ – „კიევო“ 2:2 (2:0)

გოლები: 1:0 ელ შაარავი (10), 2:0 კრისტანტე (30), 2:1 ბირსა (52), 2:2 სტეპინსკი (83)

„ჯენოა“ – „ბოლონია“ 1:0 (0:0)

გოლი: პიატეკი (69)

„იუვენტუსი“ – „სასუოლო“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 რონალდუ (50), 2:0 რონალდუ (65), 2:1 ბაბაკარი (90)

„უდინეზე“ – „ტორინო“ 1:1 (1:0)

გოლი: 1:0 დე პაული (28), 1:1 მეიტე (49)

„ემპოლი“ – „ლაციო“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 პაროლო (47)

„კალიარი“ – „მილანი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჟოაო პედრო (4), 1:1 იგუაინი (55)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.14502
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X