ავტოსპორტი

1:22 | 17.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სინგაპურში გამარჯვებით ჰამილტონმა უპირატესობა 40 ქულამდე გაზარდა

ლუის ჰამილტონმა სინგაპურის დიდი პრიზის რბოლა პოულ პოზიციიდან მოიგო და ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში, სეზონის დასრულებამდე ექვსი ეტაპით ადრე, სებასტიან ფეტელთან უპირატესობა 40 ქულამდე გაზარდა.

ერთადერთი მომენტი, როცა ჰამილტონს ლიდერობის დაკარგვა დაემუქრა (თუ არ ჩავთვლით იმ პერიოდს, როცა ბორბლების შეცვლის გამო, დროებით ჩამოქვეითდა), შუა რბოლაში იყო, როდესაც ის წრეზე ჩამორჩენელებმა ზედმეტად შეაფერხეს. რომენ გროჟანი და სერგეი სიროტკინი იმდენად იყვნენ ერთმანეთთან ბრძოლით გართულნი, რომ ლიდერის მიახლოება ვერ შეამჩნიეს.

ფრანგმა რუსს სწორედ მაშინ შეუტია, როცა ჰამილტონი ორივეს გასწრებას ცდლობდა. მაგრამ ბრიტანლს განზრახვაზე ხელის აღებამ მოუწია, რაზეც დრო დაკარგა. ამით კი ისარგებლა მაქს ფერსტაპენმა და ლიდერობის ხელში ჩაგდება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამისთვის გროჟანი 5 წამით დაისაჯა.

საბოლოოდ, ჰამილტონს არ გასჭირვებია ამ სეზონში მეშვიდე, კარიერაში კი 69-ე გამარჯვების მოპოვება. არადა, ბევრი ელოდა, რომ სინგაპურის ქუჩის ტრეკზე გამარჯვებისთვის, „მერსედესზე“ უკეთესი შანსი „ფერარის“ და „რედ ბულს“ ჰქონდათ. მაგრამ მათ მხოლოდ ერთმანეთთან ბრძოლა შეძლეს, საბოლოოდ კი კვარცხლბეკზე იმავე თანმიმდევრობით დაიკავეს ადგილები, რომლითაც სტარტზე იდგნენ.

მართალია, ფეტელმა სტარტიდან მალევე შეძლო ფერსტაპენის ჩამოტოვება, მაგრამ ჰოლანდიელმა „თავისი“ პოზიცია, „რედ ბულის“ მიერ კარგად დაგეგმილი და შესრულებული პიტ სტოპით მოახერხა (მე-18 წრეზე) და ამის შემდეგ, გერმანელი ახლოს აღარ გაიკარა.

სტარტიდან მესამე მოსახვევში მოხდა ინციდენტი, რომლის გამოც, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. ესტებან ოკონი თანაგუნდელი (ფორს ინდია) სერხიო პერესის გასწრებას ცდილობდა, რა დროსაც მათ შორის კონტაქტი მოხდა. შედეგად, ფრანგისთვის რბოლა იქვე დასრულდა, მექსიკელმა კი გზა გააგრძელა და მოგვიანებით, ტრასიდან სიროტკინი გადააგდო, რისთვისაც 5 წამით დაისაჯა.

სინგაპურის დიდი პრიზი

სინგაპური, დისტანცია 308.706 კმ (5.063 კმ, 61 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:51:11.611
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 8.961
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 39.945
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 51.930
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 53.001
  6. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 53.982
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:43.011
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1 წრე
  9. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1 წრე
  10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1 წრე
  11. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  12. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1 წრე
  13. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1 წრე
  14. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  16. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  17. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1 წრე
  18. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2 წრე
  19. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 2 წრე
  20. ესტებან ოკონი (საფრანგეთი,ფორს ინდია) 61 წრე

უსწრაფესი წრე: კევინ მაგნუსენი - 1:41.905 (50-ე წრე, 178.860 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 281 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 241; 3. კიმი რაიკონენი - 174; 4. ვალტერი ბოტასი - 171; 5. მაქს ფერსტაპენი - 148; 6. დანიელ რიკიარდო - 126; 7. ნიკო ჰულკენბერგი - 53; 8. ფერნანდო ალონსო - 50; 9. კევინ მაგნუსენი - 49; 10. სერხიო პერესი - 46; 11. ესტებან ოკონი - 45; 12. კარლოს საინსი - 38; 13. პიერ გასლი - 28; 14. რომენ გროჟანი - 27; 15. შარლ ლეკლერი - 15; 16. სტოფელ ვანდოორნი - 8; 17. ლანს სტროლი - 6; 17. მარკუს ერიკსონი - 6; 19. ბრენდონ ჰარტლი - 2; 20. სერგეი სიროტკინი - 1

გუნდური ჩემპიონატი

1. მერსედესი - 452 ქულა; 2. ფერარი - 415; 3. რედ ბული - 274; 4. რენო - 91; 5. ჰაასი - 76; 6. მაკლარენი - 58; 7. ფორს ინდია - 32; 8. ტორო როსო - 30; 9. ზაუბერი - 21; 10. უილიამსი - 7

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.178575